ერთობის ჯაჭვი საქართველოსთვის! - 28 დეკემბერს დედაქალაქის შვიდი ხიდი ხალხით გადაივსება

24.12.24 21:30
ერთობის ჯაჭვი საქართველოსთვის! - 28 დეკემბერს დედაქალაქის შვიდი ხიდი ხალხით გადაივსება

 

ერთობის ჯაჭვი საქართველოსთვის! - სპონტანურად დაწყებული პროტესტიდან ერთი თვის თავზე ისტორიული დღეების შემოქმედები ისევ ქუჩაში, მაგრამ ამჯერად განსხვავებული ფორმატით გამოვლენ. დედაქალაქის შვიდი ხიდი ხალხით გადაივსება და ხელ ჩაკიდებული ევროპელი მომავლის მცველები საკუთარ სიმტკიცეს კიდევ ერთხელ დაადასტურებენ. 28 დეკემბერს ზუსტად 15:00 საათზე მეტეხის ხიდიდან ვახუშტის ხიდამდე ხალხი ცოცხალ ჯაჭვს გააკეთებს. შაბათს მთელი ცივილიზებული სამყარო კიდევ ერთხელ ნახავს, სად დგას ქართველი ხალხი. 

ჯგუფ "დაიტოვეს" მიერ ორგანიზებული ცოცხალი ჯაჭვი იქნება თბილისსა და რეგიონებში. შაბათს 15:00 სააათიდან თბილისში ევროპული მომავლის მცველები იქნებიან ვახუშტის, ,თამარ მეფის, ზაარბრიუკენის, გალაკტიონის, ბარათაშვილის, მშვიდობის და მეტეხის ხიდებზე. სამოქალაქო საზოგადოება არ იღლება, დანებებას არავინ აპირებს - პროტესტის შესაჩერებლად სინდისის პატიმრების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნებია საჭირო.

ცოცხალ  ჭავში შეერთებას შეძლებს ყველა სასურველ უახლოეს ლოკაციაზე. 28 დეკემბერს პროტესტის ეპიცენტრში იქნებიან მომღერლები, მსახიობები და რეჟისორები. ხელოვანები ამბობენ, რომ ამ მასშტაბის და ხასიათის პროტესტი საქართველოს ისტორიაში პირველად ნახეს. 28 დეკემბერი ხელისუფლებისთვის იქნება ბოლო ვადა, რომ ხალხის პროტესტის ხმა გაიგოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, არალეგიტიმური ხელისუფლება ქვეყანას კიდევ უფრო დიდ კრიზისში გადაიყვანს.

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.