უმოწყალოდ ნაცემი საბა სხვიტარიძე ვერდიქტის მოლოდინშია - ხმაურიანი პროცესის დეტალები
ივანიშვილის ტყვეობაში მყოფი საბა სხვიტარიძე პოლიციელებმა გონების დაკარგვამდე მიიყვანეს - ჩანთა ჩაარტყეს, სცემეს, ყელში უჭერდნენ, ახრჩობდნენ. ეს ყველაფერი მელიქიშვილის გამზირზე 19 დეკემბერს მოხდა, თუმცა სანქცირებული მოსამართლე ზვიად ცეკვავას ამ მონათხრობისთვის ყურადღება არ მიუქცევია.
უკანონო ტყვეობაში მყოფი სხვიტარიძის პროცესზე ბევრი უზუსტობა მოისმინეს დარბაზში მსხდომებმა - ცრუ მოწმე პოლიციელების ჩვენებები და შსს-ს იურისტის არგუმენტები. ცრუ ჩვენებებს დარბაზიდან რეპლიკები მოჰყვა, რაც დარბაზიდან გაძევებებით დასრულდა.
დღევანდელ სხდომაზეც მოწმე პოლიციელებს სტანდარტული პასუხები ჰქონდათ: "სხვიტარიძე მთავრობას აგინებდა და არ ემორჩილებოდა პოლიციას", თუმცა რა საჭირო იყო მასზე ძალადობა, თმით თრევა, კისერში ხელის წაჭერა - პასუხი მოწმე პოლიციელს არ აქვთ. ვერც იმას გვპასუხობენ, სად არის ვანო პარკაული, რომელმაც დაკავების დროს ძალას გადაამეტა და სხვიტარიძე მანქანამდე თმის თრევით მიიყვანა.
ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.