“სწავლა მაცადეთ, ისევ ჩემი სამკურნალო იქნებით“ - ვაკის პარკთან მომავალი ექიმები აქციას მართავენ

24.12.24 18:48
“სწავლა მაცადეთ, ისევ ჩემი სამკურნალო იქნებით“ - ვაკის პარკთან მომავალი ექიმები აქციას მართავენ

ვაკის პარკთან თეთრხალათიანების აქცია მიმდინარეობს. სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები ხელახალ არჩევნებს და უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები, რომლებიც მომავალი ექიმის პროფესიას საზღვარგარეთ ეუფლებიან, ამბობენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ევროინტეგრაცია, რადგან განათლების დაფინანსება სწორედ ევროპული ქვეყნების დახმარებით ხდება.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სწავლა და აქ დგომით სწავლას დროს ვაკლებთ და ეს კი ისევ მათ დააკლდებათ მომავალში. ჩვენი მთავარი მოთხოვნებია: დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები“, - ამბობს აქციის მონაწილე. 

ამასთან, მათ სიმბოლურად ადგილზე მიტანილი აქვთ ცარიელი ბანერი. როგორც პროტესტის მონაწილეები ამბობენ, ბანერზე გამოსახულია მიხეილ ყაველაშვილის დიპლომი.

ვაკის პარკიდან თეთრხალათიანები პარლამენტის მიმართულებით დაიძვრებიან და იქ შეკრებილ ხალხს შეურთდებიან.