"თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს" - სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები მსვლელობით რუსთაველისკენ მიდიან
პროტესტის 27-ე დღე და ისევ მსვლელობები თბილისის ქუჩებში - ამ წუთებში საპროტესტო მარშით რუსთაველის გამზირისკენ მომავალი ექიმები მიდიან. ევროპული მომავლის და ახალი არჩევნების მოთხოვნით სამი სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები ვაკის პარკიდან დაიძრნენ. თეთრხალათიანები მთავარი მოთხოვნები უკანონოდ დაკავებული პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნაა.
დემოკრატიას სისხლის სდის და ეს არ არის გადატანითი მნიშვნელობით, პირდაპირი მნიშვნელობითაც არის. 200-მდე ადამიანია ნაცემი თუ მეტი არა და კიდევ ბევრი მათგანი კვალავაც ციხეში რჩება და ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, რომ გამოვიდნენ, იქნება ეს სისხლის სამართლის თუ ადმინისტრაციული წესით დაპატიმრებული პირები, - ამბობს აქციის მონაწილე.
სტუდენტებთან ერთად მსვლელობაში ექიმები და ლექტორებიც მონაწილეობენ.
წარმოუდგენელია, დღეს სტუდენტების გვერდით არ იყოს ადამიანი. მე 1988 წლის ნოემბრის აქციის მონაწილე ვარ. ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ამდენი ხნის შემდეგ კიდევ მომიწევდა ისევ იმაზე პრობლემის გამო ქუჩაშ გამოსვლა. წარმოუდგენელია ის, რასაც აკეთებს ჩვენი ე.წ. მთავრობა. იმედია, ეყოფათ ძალა, რომ დანიშნონ ახალი არჩევნები და გაათვაისუფლონ უდანაშაულოდ ციხეში გამომწყვდეული ადამიანები. ჩვენ ვერავინ ვერასდროს დაგვაბრუნდებს რუსეთში, - ამბობს აქციის მონაწილე.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის ჩართვაში.