"ოცნება" უნდა წავიდეს! - ბათუმში საპროტესტო აქცია იმართება

24.12.24 20:54
"ოცნება" უნდა წავიდეს! - ბათუმში საპროტესტო აქცია იმართება

 

მსვლელობა იყო დღეს ბათუმშიც. ხელოვნების აკადემიის სტუდენტები იუსტიციის სახლთან შეიკრიბნენ და ხიდიდან საპროტესტო ბანერი გადმოკიდეს. ამ ფორმით ახალგაზრდებმა სოლიდარობა გამოუცხადეს   დაკავებულ სტუდენტებს და მათ დეკანს და პატიმრების გათავისუფლება მოითხოვეს, შემდეგ კი მსვლელობით მთავრობის სახლისკენ დაიძრნენ, სადაც დღესაც ხალხი ერთი მოთხოვნით არის შეკრებილი - ჩატარდეს ახალი არჩევნები. 

რაც უფრო დრო გადის, ნაცვლად იმისა, რომ დავიღალოთ, ენერგია უფრო გვემატება. ეს არის იმის დამსახურება, რომ სისტემა იშლება. ადამიანები ხედავენ, რომ „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა, როდესაც მივდივართ სიღარიბისკენ და ჭაობისკენ, არ მოსწონთ ადამიანებს, არ მოსწონთ, როდესაც ვშორდებით ევროპას, ამიტომაც გამოდიან გაბრაზებულები გარეთ, - ამბობს აქციის მონაწილე. 

რა ხდება ბათუმში ვრცლად ნახეთ ნატო გოგელიას ჩართვაში.