"ვითხოვთ დღის ეთერს" - საზმაუსთან ისევ აქციაა

24.12.24 21:11
"ვითხოვთ დღის ეთერს" - საზმაუსთან ისევ აქციაა

პროტესტის კიდევ ერთი ეპიცენტრი საზოგადოებრივი მაუწყებელია. მოქალაქეები სასტვენებით და შეძახილებით ისევ დღის საეთერო დროს ითხოვენ. ჯერჯერობით ტელევიზიიდან მათთან შესახვედრად არავინ გასულა.

ხელმძღვანელობას გავაგონებთ ხმას. ჩვენი მოთხოვნები უცვლელია: თინა ბერძენიშვილის და ვასილ მაღლაფერიძის გადადგომა, მაგრამ ვიდრე ისინი მომწიფდებიან ამ გადაწყვეტილებისთვის და ვიდრე მიიღებენ მითითებას „ქართული ოცნებისგან“, მანამდე ვითხოვთ დღის ეთერს იმისთვის, რომ ხალხს დაეთმოს გაცილებით მეტი დრო, ვიდრე ჩვენ ძლივს გამოვტაცეთ ნახევარი საათი, - ამბობს აქციის მონაწილე.  

ვრცლად ნახეთ დიანა ჩირგაძის ჩართვაში.