რთული მდგომარეობაა, ახალი წლის შემდეგ ქართულ ეკონომიკაში რადიკალურ რყევებს უნდა ველოდოთ - დავით ბეგიაშვილი
ქვეყანაში მდგომარეობა რთულია, იმ გაგებით, რომ საერთაშორისო იზოლაციაში ვართ, ქვეყანაში ინვ ესტიციები შეჩერდება, ეს ყველაფერი კი აისახება ლარის კურსზე, - ეს განცხადება ბიზნესმენმა დავით ბეგიაშვილმა „რეაქციაში“ გააკეთა.
მისი თქმით, “ახალი წლის შემდეგ ქართულ ეკონომიკაში რადიკალურ რყევებს უნდა ველოდოთ.“
ბიზნესის სტაბილურობა სასწორზე დგას. დღევანდელი მდგომარეობა ეროვნული ვალუტის - ეროვნულმა ბანკმა რეზერვი დახარჯა და ცარიელია ანგარიშები და ახლა ოქროს ზოდებზე გადასულან და ყიდიან, ეს ზამბარის პრინციპია. დღეს დაასტაბილურებენ, ეს ზამბარა გაიშლება, და ახალი წლის შემდეგ უნდა ველოდოთ რადიკალურ რყევებს ქართულ ეკონომიკაში“, - განაცხადა ბეგიაშვილმა.