“90 -იანი წლების “ბეზპრიძელი“ დაბრუნდა და ქუჩაში გადაადგილებაც კი უსაფრთხო აღარ არის“- ლევან ყარალაშვილი

25.12.24 00:05
“90 -იანი წლების “ბეზპრიძელი“ დაბრუნდა და ქუჩაში გადაადგილებაც კი უსაფრთხო აღარ არის“- ლევან ყარალაშვილი

დღეს ქვეყანას ძალიან ბევრი რამე აწუხებს, 90 -იანი წლების “ბეზპრიძელი“ დაბრუნდა და ქუჩაში გადაადგილებაც კი უსაფრთხო აღარ არის, -   ამის შესახებ  „საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიის” აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ყარალაშვილმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

ბიზნესმენის თქმით, “რეალურად ხელიუსფლებამ ბოთლიდან ისეთი ჯინი გამოუშვა, რომ ამის შეჩერება, შესაძლოა, რთული გახდეს.“

ბიზნესი ამას კარგად ხედავს, მას სჭირდება უსაფრთხო ქვეყანა, ხელისუფლება, რომელსაც ნდობა აქვს  დასავლელი პარტნიორების, ან ნებისმიერი ადამიანის მხრიდან. ბიზნესს სჭირდება იმის ხედვა, რომ გზა, რომლითაც მივდიოდით ამდენი წელი, ევროპისკენ, არის უცვლელი. ამაში დღეს მოაზროვნე ხალხის დარწმუნება ადვილი არ არის. პრემიერის მცდელობა, რომ სურათი შექმნას, ყველაფერი კარგადაა, არ მგონია ეფექტური იყოს. ის ერთობა, რაც ბიზნეს სექტორში არსებობს, იმედი მაქვს, კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერაში გადაიზრდება, იმ დემონსტრანტების და თავისუფალი მედიის მიმართ, რომლებიც წინა ხაზზე იბრძვიან“, - განაცხადა ყარალაშვილმა.