“ამ აქციის ორგანიზატორები თვითონ “ოცნების“ წევრები არიან. მათ გამოიყვანეს ხალხი“ - გიორგი ცინცაძე
ეს ხალხი არ დაიშლება, სანამ არ მივაღწევთ იმ ყველაფერს, რასაც ვითხოვთ - ამის შესახებ კალათბურთელმა, გიორგი ცინცაძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
მისი თქმით, ამ აქციის ორგანიზატორები თავად „ოცნების“ წევრები არიან.
ჩემი აზრით, ამ აქციის ორგანიზატორები თვითონ “ოცნების“ წევრები არიან. მათ გამოიყვანეს ხალხი, თავიანთი განაცხადებების და საქციელების გამო“, - განაცხადა ცინცაძემ.
მისივე თქმით, ყველას მოთხოვნაა, გათავისუფლდეს უკანონოდ დაკავებული ყველა ადამიანი და დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები.
ეს არის ჩვენი ყველას, ქართველი ხალხის მოთხოვნა, ეს არ არის პოლიტიკური პარტიების დაძახილი, არამედ უბრალო ხალხის ემოციური შეკრებაა“, - დასძინა მან.