თავისუფალი ბიზნესების განცხადებაზე ხელმომწერთა რაოდენობა უკვე 2300-მდე გაიზარდა
თავისუფალი ბიზნესების განცხადებაზე ხელმომწერთა რაოდენობა საათობრივად იზრდება. ბოლო მონაცემებით, ბიზნეს ოპერატოების რაოდენობა, ვინც ადამიანების წამებას გმობს და ახალ არჩევნებს ითხოვს, უკვე 2300-ს მიაღწია.
არსებული კრიზისი გაცდა პარტიული პოლიტიკის საზღვრებს და გარდაუვალი სოციალური და ეკონომიკური საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყანას. აუცილებელია ვითარების სასწრაფო დეესკალაცია. დეესკალაციის ყველაზე პრაგმატული გზა არის ახალი არჩევნების დანიშვნა და ბოლო პროცესების დროს დაპატიმრებული ადამიანების ახალ წლამდე გათავისუფლება. ჩვენ, ქართული ბიზნესის წარმომადგენლები, ვართ რა პასუხისგებელნი ქვეყნის ბედზე და მის შეუქცევად განვითარებაზე, განურჩევლად ჩვენი პოლიტიკური პრეფერენციებისა, ხელს ვაწერთ ამ მოწოდებას და განცხადებას", - წერია განცხადებაში.