აგრესიული პარტაქტივი კალაძის დასაცავად - "პირველებმა" მოძალადეების იდენტიფიცირება შეძლო
აგრესიული პარტაქტივი მერის დასაცავად - "პირველებმა" იმ პირების იდენტიფიცრება შეძლო, ვინც გუშინ საახალწლო ზეიმზე ჟურნალისტებს თავს ესხმოდა, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა და სამაუწყებლო ტექნიკის დაზიანებას ცდილობდა. მათ შორის არიან თედო ბითბუინოვი და საბა გორგაძე, კაცები პლედებით, რომელებიც პრეზიდენტს ლაზერებს ანათებდნენ. ასევე ნიკოლოზ მელიქიშვილი - საჯარო მოხელე, რომელიც სტუდენტების ცემაშია ბრალდებული და მარიამ სუხიშივლი - ქალბატონი საოლქო კომისიიდან.
კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი ანა გოგოლაძე ამბობს, რომ ხელისუფლება ძალადობისთვის ერთი და იგივე პირებს იყენებს.
თუ სადმე იყო ძალადობის ფაქტი, დაწყებული სტუდენტებით, როდესაც თსუ-თან მივიდა ეს ადამიანი და რომელიც ასევე არის გამგეობის ხარჯზე მყოფი და საბიუჯეტო დაფინანსების მყოფი და დასაქმებულია ერთ-ერთი ადამიანი, აი, იქიდან დაწყებული დამთავრებული პრეზიდენტისთვის ლაზერის შენათებით, ჟურნალისტებზე თავდასხმით, ესენიც არიან ერთეულები. ბევრნი არ არიან, ეს არის ძალიან კარგი, რომ ერთი და იგივე ადამიანებს იყენებენ ამ ძალადობისთვის და ესეც არის მათი გაბანკროტების პირველი ნიშანი, - ამბობს ანა გოგოლაძე.
ოპოზიცია ამბობს, რომ თბილისის მერი ახლა ცდილობს, საახალწლო განწყობა შექმნას და საზოგადოებას მოაჩვენოს, თითქოს ქვეყანაში არაფერი ხდება. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ამის მიუხედავად, საახალწლო სოფელში ბავშვები და საახაწლო განწყობა არსად შეინიშნება.
თბილისის მერია ცდილობს, ხალხს დაანახოს, რომ საახალწლო სოფელში ძალიან დიდი რაოდენობით ადამიანები იკრიბებიან, თუმცა ჩვენ ვერ ვხედავთ იქ ბავშვებს, ვერ ვხედავთ საახალწლო განწყობას და ვხედავთ მხოლოდ ძალადობრივ ჯგუფებს, ვხედავთ დავალებით გამოსულ საჯარო მოხელეებს, რომლებიც ცდილობენ, რომ ეს განწყობა შექმნან და ამით ცდილობს თბილისის მერია, გაამართლოს ის უდიდესი ხარჯი, რომელიც გასწია მან საახალწლო ღონისძიების დაგგემვისთვის და ეს ხარჯი გასწია მან ხალხის ბიუჯეტიდან, - ამბობს ოპოზიცია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ოპოზიციისა და პრეზიდენტის შეხვედრის პარალელურად, კახი კალაძემ ორბელიანების მოედანზე საჯარო მოხელეები და ის ხალხი მიიყვანა, ვისაც სხვადასხვა ზონდერ დავალებებისთვის იყენებს. მათ შორის იყო ის ჯგუფიც, რომელიც პრეზიდენტს თავისუფლების მოედანზე ლაზერებს ანათებდა. მას შემდეგ, რაც "ტვ პირველმა" ტიტუშკები გაშიფრა, ისინი გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. სცადეს ტექნიკის დაზიანება და მიკროფონის წართმევასაც. ადგილი ჰქონდა სიცოცხლის მოსპობის მუქარასაც. ყველაფერს საპატრულო პოლიცია უყურებდა, თუმცა არ რეაგირებდა.