ყაზახეთში თვითმფრინავის კატასტროფისას გადარჩენილთა რიცხვი 32-მდე გაიზარდა

25.12.24 15:04
ყაზახეთში თვითმფრინავის კატასტროფისას გადარჩენილთა რიცხვი 32-მდე გაიზარდა

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის პრესსამსახურის ცნობით, ყაზახეთში, ქალაქ აქტაუსთან  თვითმფრინავის კატასტროფისას გადარჩენილთა რიცხვი 28 ადამიანიდან 32-მდე გაიზარდა.

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის პრესსამსახურის ცნობით, გადარჩენილები კლინიკაში არიან გადაყვანილნი. 

ყაზახეთში, ქალაქ აქთაუში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ხომალდი რეისს ბაქოდან გროზნოს მიმართულებით ასრულებდა. თვითმფრინავის ბორტზე 67 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის 5 წევრი.

ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულების შესახებ მონაცემები ჯერ კიდევ ზუსტდება.