სასამართლოში, სასტიკად ნაცემი არასრულწლოვანის საქმეს მოსამართლე ნინო ენუქიძე იხილავს
საქალაქო სასამართლოში სასტიკად ნაცემი არასრულწლოვანი აქტივისტის საქმის განხილვა მიმდინარეობს. დიმიტრი ქელბაქიანს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან. საქმეს მოსამართლე ნინო ენუქიძე იხილავს.
აქტივისტი “პრევენცია პროგრესისთვის” გამგეობის თავმჯდომარის, ტატო ქელბაქიანის შვილია. უფლებადამცველი 30 ნოემბერს საპროტესტო აქციაზე პოლიციის მიერ მისი არასრულწლოვანი შვილის ცემისა და დაკავების დეტალებს იხსენებს
30 ნოემბერს, როდესაც აქციიდან ვბრუნდებოდით, მე ჩემი მეუღლე და ჩემი შვილი, ჩემს შვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაკავება დაიწყეს პირდაპირ ხელის დარტყმით. გაეკიდნენ და 7-8 ადამიანი წიხლებს ურტყამდა. დააკავეს და შემდეგ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ჩვენ ამის თაობაზე პასუხისგება მოვითხოვეთ იმ ადამიანების, სპეციალურ საგამოძებო სამსახურს მოვთხოვეთ, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა და მათი პასუხისგება აუცილებლად უნდა დადგეს, მაგრამ ამის საპირისპიროდ იქით ედავებიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას. სტანდარტული ცრუ მოწმეები ჰყავთ მოყვანილი და ცდილობენ, სამართალდამრღვევად თუ ცნობენ, ამით გამოძვრინონ ის ადამიანები და აარიდონ პასუხისმგებლობას", - ამბობს ქელბაქიანის მამა.