"ვითხოვთ, რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებას და ახალ არჩევნებს" - ქალები მარშისთვის ემზადებიან

25.12.24 17:35
"ვითხოვთ, რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებას და ახალ არჩევნებს" - ქალები მარშისთვის ემზადებიან

უწყვეტი პროტესტის 28-ე დღეს ძალადობის წინააღმდეგ  ქუჩაში ქალები გამოვიდნენ. ქალების საპროტესტო მსვლელობა სტარტს წუთი-წუთზე ფილარმონიიდან აიღებს და შეკრების მთავარ ადგილზე პარლამენტთან დასრულდება.

ქუჩაში გამოსული ხალხის მოთხოვნა არ იცვლება - ითხოვენ ახალ არჩევნებს და რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებას.

მიმდინარე პროცესები ყველაზე მეტად შეეხოთ ქალებს და გვყავს უამრავი ქალი ემიგრანტი, რომლის ბავშვებიც იზრდებიან დედების გარეშე იმ ეკონომიკური მდგომარეობის გამო, რაც დღეს გვაქვს ქვეყანაში. ამიტომ, იმ ორ მოთხოვნას გავაჟრერებ,რ აც უცვლელია - პირველ რიგში თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს და მეორე, გვინდა ახალი არჩევნები, რომ მოპვიშოროთ ესენი სამუდამოდ, რომ გქვონდეს ერთხელ და სამუდამოდ ნორმალური ქვეყანა, სადაც დედებს არ მოუწევთ ემიგრანტებად წასვლა სხვა ქვეყნებში", - ამბობს აქციის მონაწილე.