მეფარიშვილი და ოკრიბელაშვილი განაჩენის მოლოდინში - რკინის ჯებირების საქმე დასკვნით ეტაპზეა
რკინის ჯებირების საქმე დასკვნით ეტაპზეა - 400 ლარიანი ჯებირების გამო დაპატიმრებული საბა მეფარიშვილი და ომარ ოკრიბელაშვილი განაჩენის მოლოდინში არიან.
საქმის არსებითი განხილვა დასრულებულია - მოსამართლე ნათია გუდაძემ გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, დღეს უნდა გამოაცხადოს. ახალგაზრდები თითქმის 9 თვეა პატირობაში არიან, მოსამართლე საქმის გაჭიანურებაში ადვოკატებმა არაერთხელ დაადანაშაულეს.
თუ ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, აუცილებელია, მოსამართლე გავიდეს და დღესვე გამოიტანოს განაჩენი - ამბობს უფლებადამცველი.
ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ პროცესი დავასრულოთ რაც შეიძლება მალე, რადგან შევძლოთ შეწყალების აქტისთვსი განცხადების შეტანა პრეზიდენტთან. თუ გადაგვიდებს პროცესს, მანდ გამოჩნდება უკვე პოლიტიკური დაინტერესება თვითონ სახელმწიფოს მხრიდან. დაცვის მხარე მზად არის სიტყვისთის, მოვთხოვთ პროკურატურას, რომ დასკვნითი სიტყვა თქვას. ერთადერთი პროკურორს აქვს დასკვნითი სიტყვა დარჩენილი და მოსამართლე უკვე ვალდებულია, გავიდეს და განაჩენი გამოიტანოს. თუ არ გამოიტანს განაჩენს, უკვე ჩანს პოლიტიკური ინტერესი საქმის. თუ ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, აუცილებელია, მოსამართლე გავიდეს და გამოიტანოს განაჩენი", - ამბობს სდვოკატი.
საბა მეფარიშვილი და ომარ ოკრიბელაშვილი რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე 14 მაისს დააკავეს. 23 წლის საბა მეფარიშვილსა და 19 წლის ომარ ოკრიბელაშვილს პროკურატურა ჯგუფურად ნივთის დაზიანებას ედავება.
შეგახსენებთ, რომ საბა მეფარიშვილი და ომარ ოკრიბელაშვილი რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე 14 მაისს დააკავეს. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის გ-ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი (ნივთის დაზიანება ჯგუფურად), რაც 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.