ჩემი შვილი ადამიანად დარჩება, მოძალადე პოლიციელები ვერასდროს! - საბა სხვიტარიძის დედა
პროევროპულ აქციაზე, ძალის გამოყენებით დაკავებული საბა სხვიტარიძის დედა ამბობს, რომ "ოცნების" ხელისუფლებას მისი შვილის სამაგალითოდ დასჯა სურდა და მე-6 იზოლატორშიც ამიტომ მოათავსეს.
ელენე ახობაძის თქმით, პოლიციის მხრიდან წამების დეტალებზე საბამ სასამართლო პროცესზეც ისაუბრა, თუმცა მოსამართლეს ამ გარემოებისთვის ყურადღება არ მიუქცევია.
"ჩემი შვილი ადამიანად დარჩება, ისინი ვერ", - ამბობს სხვიტარიძის დედა.
მოსამართლეს აუხსნა და უთხრა, რომ ის იყო ძალადობის მსხვერპლი, სასტიკად ნაცემი. მოსამართლემ ეს ძალიან ჩვეულებრივად გაატარა და არანაირი ყურადღება არ გაუმახვილებია ამაზე. სამაგალითოდ უნდოდათ, დაესაჯათ, ამიტომ არის სამაგალითოდ დასჯილი და ამიტომ არის მე-6 იზოლატორში გადაყვანილი. საბასთვის, ფაქტობრივად, სულერთია, სად იქნება გამოკეტილი, მაგრამ ამათთვის აქვს, ეტყობა, ამით ძალაუფლებას გვაჩევენებენ და ეს ძალაუფლება ძალიან მალე ჩამოეშლებათ. არც ჩემი შვილის წამების არ მეშინია, იმიტომ, რომ მთავარია, რომ ყველაფერს გავუძლებთ და ჩემი შვილი დარჩება ადამიანი, ესენი ვერასდროს დარჩებიან ადამიანები. ფორმაც არ აქვთ და ვერ ვადარებ ვერაფერს. ცხოველსაც აქვს კეთილშბოილების ინსტინქტი, მაგრამ ამათ არ აქვთ ეს ინსტინქტი, მარტო თავის სკამების შენარჩნების შეგრძნება აქვთ, - ამბობს სხვიტარიძის დედა ელენე ახობაძე.
სხვა არაერთი უკანონოდ დაკავებული პატიმრის მსგავსად, პოლიციელების მხრიდან წამებაზე საუბრობს კოლიცია "ცვლილებისთვის" წევრი საბა სხვიტარიძეც. წერილში, რომელიც მან გუშინ გაავრცელა, მისი დაკავების დეტალებს ყვება. მისი თქმით, დაკავების შემდეგ სამართალდამცველებმა ჯგუფურად პირდაპირ გომალურის სამინისტროს შენობაში აწამეს, თუმცა მოძალადე პოლიციელები ამ შემთხვავშიც ხელშეუხებლები არიან.