"ჩვენი დასავლური განათლებით საქართველოს მომავალს ვემსახურებით" - თბილისში კიდევ ერთი აქცია იმართება

25.12.24 18:28
"ჩვენი დასავლური განათლებით საქართველოს მომავალს ვემსახურებით" - თბილისში კიდევ ერთი აქცია იმართება

ამ წუთებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ის მოქალაქეები იკრიბებიან, რომლებმაც ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით დასავლური განათლება მიიღეს და წლების განმავლობაში გაცვლით პროგრამაში მონაწილეობდნენ. 

პროტესტის ავანგარდში მოქცეული ადამიანები "პირველებთან" ამბობენ, რომ როგორც ამერიკა, ასევე ევროპა საქართველოს მეგობარია, რომელიც ქართველ ხალხს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს. 

"ჩვენი დასავლური განათლებით საქართველოს მომავალს ვემსახურებით" - ამ შინაარსის ბანერი აქვთ მოქალაქეებს გაშლილი და აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც "ქართულმა ოცნებამ" სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობა გააფუჭა, დასავლური განათლების მიღებასა და მრავალ სხვა სიკეთეს საფრთხე შეექმნა. 

იმ ქვეყნებში, სადაც რუსული ტიპის რეჟიმები დამყარდა, ამოიძირკვა პროგრამები და ვეღარ მუშაობს. რუსეთში საერთოდ მალავენ იმ ფაქტს, რომ ამერიკაში გაცვლითი პროგრამით იყვნენ. ამერიკის დაფინანსებული პროგრამები თითოეული ადამიანისთვის შესაძლებლობაა. სანაცვლოდ ისინი არაფერს არ ითხოვენ, ეს არის ჩვენთვის შესაძლებლობა", - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე. 

მსგავსი სიახლეები