''ერთად რეჟიმის წინააღმდეგ''- თბილისში ერთობის მარში მიმდინარეობს

25.12.24 20:01
''ერთად რეჟიმის წინააღმდეგ''- თბილისში ერთობის მარში მიმდინარეობს

ამ წუთებში, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობები მარშით რუსთველის გამზირისკენ მიემართებიან, სადაც მასშტაბურ საპროტესტო აქციას შეუერთდებიან.

''ერთად რეჟიმის წინააღმდეგ'', ''როცა ერი ერთად დგას მთებსაც დაძრავს''- ამ ტრანსპარანტებით არიან დემონსტრანტები აქციაზე მისული.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, ხელახალი არჩევების ჩატარება და უკანონოდ დაპატიმრებული მოქალაქეების გათავისუფლება.

ეთნიკურად ოსი ვარ, ჩემი ძმა მონაწილე არის 2008 წლის ომის. ვინც აქ არ დგას, იმისი მიკვირს რატომ არ დგას. ეს ყველაფერი, რაც მოხდა არის რუსეთის ბრალი. მე აქ ვდგავართ, იმიტომ რომ ჩვენი ხელისუფლება არის რუსული ხელისუფლება და ეთნიკურ უმცირესობას ყველაზე კარად გვესმის რუსეთის პირისპირ დარჩენა ამიტომ ვითხოვთ ახალ არჩევნებს და პატიმრების გათავისუფლებას'', -ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

მსგავსი სიახლეები