"ოცნების" ე.წ. ტიტუშკები ქალთა მარშის მონაწილეს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ (ვიდეო)

25.12.24 20:09
"ოცნების" ე.წ. ტიტუშკები ქალთა მარშის მონაწილეს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ (ვიდეო)

 

 

ათონელის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე  " ქართული ოცნების" ე.წ. ტიტუშკები "ქალთა მარშის" მონაწილეს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

კადრებში რომელიც "ტვ პირველს" მიაწოდეს, გარკვევით ჩანს, რომ "ქართული ოცნების" "ტიტუშკა" ქალს თავს ესხმის, სახის არეში ურტყამს და გამეტებით მიწაზე აგდებს. 

აქციის მონაწილეთა თქმით, ძალადობის თვითმხილველები საპოლიციო ძალებიც იყვნენ, თუმცა მათ ნულოვანი რეაგირება ჰქონდათ. 

თავდასხმამდე ქალები სალომე ზურაბიშვილთან მივიდნენ და ქალ პრეზიდენტს სოლიდარობა გამოუცხადეს.