"ქოცებმა ჩვენი მომავალი არ დააზღვიეს" - სადაზღვევო კომპანიის თანამშრომლები მსვლელობას მართავენ

25.12.24 20:31
"ქოცებმა ჩვენი მომავალი არ დააზღვიეს" - სადაზღვევო კომპანიის თანამშრომლები მსვლელობას მართავენ

უწყვეტი პროტესტი გრძელდება - ამ წუთებში სადაზღვევო კომპანიის თანამშრომლები ვაკის პარკიდან მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან, სადაც საპროტესტო აქციას შეუერთდებიან. 

''ქოცებმა ჩვენი მომავალი არ დააზღვიეს'', სადაზღვევო ინდუსტრია ევროპული მომავლისთვის'', ''ქოცების მზღვეველი მხოლოდ კრემლია'' - ამ ტრანსფარანტებით არიან დემონსტრანტები აქციაზე მისულები.

მსვლელობის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია, ისინი ახალ არჩევნებს და უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ. 

ქართველი ხალხი არ დაიღლება, იმიტომ რომ ჩვენ ვკარგავთ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანს. ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას. შეიძლება ჩვენ რაღაცებზე თვალი დავხუჭეთ, მაგრამ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, აბსოლუტურად ყველა გამოვა ქუჩი და დაიცავს ჩვენს ქვეყანას. ჩვენ ვართ ზღვარზე ან დავიცავთ ჩვენს ქვეყანას ან გავხდეთ რუსეთის გუბერნია, ამას არავინ არ დაუშვებს და თუ ამის განცდა ისევ აქვს ''ქართულ ოცნებას'' მივცემ რჩევას, რომ წაიკითხონ საქართველოს ისტორია'', - ამბობს აქციის მონაწილე. 

მსგავსი სიახლეები