ათონელის საპრეზიდენტო რეზიდენციიდან ქალთა მარშმა რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლა
ათონელის საპრეზიდენტო რეზიდენციიდან ქალთა მარშმა რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლა - მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილი ქალებთან გავიდა და მათ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, პროტესტის ავანგარდში მოქცეული ადამიანები ორბელიანების სასახლიდან პარლამენტთან მივიდნენ.
ქალების მთავარი სათქმელი კვლავ ერთია - ისინი საპროტესტო აქციის ფარგლებში უკანონოდ დაკავებული დემონსტრანტების დაუყოვნებლივ გათავისუფლებასა და ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.