"საქართველოს მომავალი ევროპაშია, რუსეთში დაბრუნება არ გვინდა" - ახალგაზრდები მარშით პარლამენტთან მივიდნენ
მოქალაქეებმა, რომლებმაც ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით დასავლური განათლება მიიღეს და წლების განმავლობაში გაცვლით პროგრამაში მონაწილეობდნენ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მსვლელობით დაიძრნენ და პარლამენტთან გადაინაცვლეს.
"საქართველოს მომავალი ევროპაშია, ჩვენ არ გვინდა რუსეთში დაბრუნება" - პროტესტის ავანგარდში მოქცეული ადამიანების მთავარი სათქმელი სწორედ ეს არის, რომელმაც კარგად იციან, თუ როგორია ევროპული ღირებულებები და დასავლური კეთილდღეობა.