ხელისუფლება არ არსებობს, ძალაუფლება უზურპირებულია - ჯავახია
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ბეჟან ჯავახია "ტვ პირველის" ეთერში აცხადებს, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლება არ ჰყავს და ძალაუფლება უზურპირებულია.
პროფესორი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური კრიზისის ფონზე საჭიროა, სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა როგორც ოპოზიციასთან, ასევე პრეზიდენტთან ითანამშრომლონ.
"ჩვენ ვკარგავთ სახელმწიფოებრიობას, მივდივართ რუსეთში" - ამბობს ბეჟან ჯავახია და ბიძინა ივანიშვილის ოკუპანტი ქვეყნის ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს.
ხელისუფლება არ არსებობს. ძალაუფლება უზურპირებულია. უზურპაციას ისიც ემატება, რომ ლეგიტიმური პრეზიდენტიც აღარ გვეყოლება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად სამოქალაქო საზოგადოების მეტი ორგანიზებულობა უნდა შევძლოთ. უნდა მივიდეთ, დაველაპარაკოთ ყველა ადამიანს. ჩვენ ლოდინის დრო აღარ გვაქვს. ვფიქრობთ, რომ ლეგიტიმურ პრეზიდენტთან უნდა ვითანამშრომლოთ. ჩვენ ვკარგავთ სახელმწიფოებრიობას, მივდივართ რუსეთში", - ამბობს ბეჟან ჯავახია.