"სიმართლე რუსთაველზეა, ფარდა ახდილია, მეფე შიშველია" - ილია ღლონტი
"სიმართლე რუსთაველზეა, ფარდა ახდილია, მეფე შიშველია" - ამის შესახებ ჯგუფ ''დაიტოვეს'' ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ილია ღლონტმა ''ტვ პირველის'' ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, როცა ქართველი ერი ფუნდამენტური არჩევანის წინაშე დგება, ხალხი ქუჩაში გამოდის და პროცესი მასშტაბური პროტესტის სახეს იღებს.
ფარდა ახდილია და მეფე შიშველია. ეს ვიცით ზუსტად და ეს არის ამ ქვეყნის სიყვარული, ამ ქვეყნის ისტორიის სიყვარული, ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიის და ბრძოლის სიყვარული. მრავალპროფესიული, მრავალეთნიკური საქართველოს მოსახლეობის ყველა მრავალფეროვნება გაიშალა და ზუსტად ეს არის, როცა ქართველს დააყენებ ფუნდამენტური არჩევანის წინაშე, როცა ყველაფერი ნათელია, ხალხი გამოდის და კიდევ სხვა ადამიანები შემოგვიერთდებიან. სიმართლე ახლა არის რუსთაველზე, სიმართლე არის ბათუმში, ქუთაისში და ყველა ქუჩებში. არა იმ ნაძვის ხესთან, რომელიც დადგმულია ძალით'', - ამბობს ილია ღლონტი.