როგორ უნდა დაიძლიოს პოლიტიკური კრიზისი - მოქალაქეები საზოგადოებრივ ასამბლეას ქმნიან

26.12.24 10:12
როგორ უნდა დაიძლიოს პოლიტიკური კრიზისი - მოქალაქეები საზოგადოებრივ ასამბლეას ქმნიან

სამართლიანი არჩევნების ჩატარება, დაკავებულების გათავისუფლება და ევროინტეგრაციის გზაზე  ქვეყნის დაუყონებლივ დაბრუნება - ეს არის საზაოგადოების პასუხი პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად. სხვადასხვა სფეროს წარმომამდგენლები საზოგადოებრივი ასამბლეის ფარგლებში ერთიანდებიან და ჩამოთვლილი მიზნების მისაღწევად მოქალაქეებს საზოგადოებრივი ზეწოლის გაძლიერებისკენ მოუწოდებენ.

სახეზეა ღრმა პოლიტიკური კრიზისი, ყოვედღიურად ქუჩაში გამოსულ ასობით ათას მშვიდობიან მომიტინგეს ზღვარგადასული ძალადობრივი მეთოდებით უსწორდება არსებული რეჟიმი. რთული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, მიმდინარე კრიზისის საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ქვეყნის დემოკრატიულ, სტაბილურ განვითარებას და მის ევროინტეგრაციის პროცესს, არამედ მის სუვერენიტეტსაც.

არსებული პოლიტიკური სისტემა, ტრასნფორმაციის გარეშე, ვერ ახერხებს მოცემული კრიზისის გადაჭრას და პროცესების დემოკრატიულ ჩარჩოში დაბრუნებას და წარმოქმნის მხოლოდ ნეგატიური განვითარების სცენარებს.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, სამოქალაქო ორგანზაციების, საქართველოს პოლიტიკური პარტიების, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები: ვაცნობიერებთ რა ჩვენს პასუხისმგებლობას ჩვენი სახელმწიფოებრიობის, წინაპრების, დღევანდელი და მომავალი თაობების წინაშე;

მიზნად ვისახავთ რა, მშიდობიანი გზით გადავჭრათ არსებული პოლიტიკური კრიზისი, დავაბრუნოთ ქვეყანა დემოკრატიული რესპუბლიკის, კონსტიტუციურ-სამართლებრივი სახელმწიფოს და ევროინტეგრაციის გზაზე, ავტოკრატიული სისტემის ნაცვლად ხელი შევუწყოთ მედეგი დემოკრატიული სისტემის განვითარებას, რომელიც მომავალშიც მაქსიმალურად გამორიცხავს ძალაუფლების მიტაცებას და უზრუნველყოფს მოქალაქეთა სუვერენიტტს;

მიგვაჩნია რა, კრიტიკულად მნიშვნელოვნად უმოკლეს დროში ახალი სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება, რომელიც რეალურად გამოხატავს საქართველოს მოქალაქეთა ნებას, მშვიდობიანი პროტესტების წინააღმდეგ ძალადობის დაუყოვნებელი შეჩერება და საპროტესტო აქციების დროს უსამართლოდ დაკავებულების განთავისუფლება;

ვაცნობიერებთ რა, რომ ამ მიზნების მისაღწევად უმნიშვნელოვანესია ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსი, განსხვავებულ პოლიტიკურ ინტერესთა ჯგუფებს შორის კოორდინაციის, მდგრადი თანამშრომლობის პლატფორმის, საქართველოს საზოგადოებრივი ანამბლეის შექმნა, რომელიც დაეფუძნება 1917 წლის საქართველოს ეროვნული ყრილობის მემკვიდრეობას, გააერთიანებს საზოგადოებას, განსხვავებული პარტიებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლებს, - ნათქვამია ასამბლეის მემომარნდუმში.