საზოგადოების პროტესტის შემდეგ, ლაშა ბექაურმა ბოკვერი თბილისის ზოოპარკს გადასცა
საზოგადოების პროტესტის შემდეგ, ლაშა ბექაურმა ბოკვერი თბილისის ზოოპარკს გადასცა - ფოტოს თავად სპორტსმენი ავრცელებს.
"ბოკვერი უკვე ჩვენს ზოოპარკშია"- წერს ბექაური.
ფოტოზე ჩანს, ზოოპარკის დირექტორი, ზურაბ გურიელიძე.
24 დეკემბერს სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური პორშეს მარკის ავტომობილით მიდის და თან გვერდით სავარძელზე ლომის ბოკვერს ეფერება.
სპეციალისტები ამბობენ, რომ საქართველოში ლომის შემოყვანის ნებართვას, შესაბამისი პროცედურების გავლით, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გასცემს, ხოლო თუკი პირი ლომს ნებართვის გარეშე იყოლიებს ეს ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულად კვალიფიცირდება.
ლაშა ბექაურს არ გაუცია კითხვაზე პასუხი, როგორ აღმოჩნდა ბოკვერი მის ხელში და აქვს თუ არა მას შესაბამისი ნებართვა.
გუშინ, ზოოპარკის დირექტორი, ზურაბ გურიელიძე ამბობდა, რომ "ლომის ბოკვერი საქართველოში მხოლოდ კონტრაბანდით შეიძლებოდა მოხვედრილიყო".