"ბექაურს არ უთქვამს, საიდან ჰყავდა ბოკვერი, როგორც ჩანს, არ ეგონა, რომ რაღაც საშინელებას ჩადიოდა" - ზოოპარკის დირექტორი

26.12.24 13:48
"ბექაურს არ უთქვამს, საიდან ჰყავდა ბოკვერი, როგორც ჩანს, არ ეგონა, რომ რაღაც საშინელებას ჩადიოდა" - ზოოპარკის დირექტორი

ლაშა ბექაურის ლომის ბოკვერი ზოოოპარკშია.  ძიუდოისტმა საზოგადოებრივი წნეხის შემდეგ თბილისის ზოოპარკს მტაცებელი ცხოველი გადასცა, მაგრამ არ უთქვამს, რა გზებით შემოიყვანა საქართველოში ბოკვერი. ზოოპარკში ოლიმპიური ჩემპიონი დღეს დილით გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომელთან ერთად მივიდა. წესით უწყება ახლა უნდა იკვლევდეს, ვინ და რა გზით შემოუყვანა კონდტრაბანდული გზით ველური ცხოველი ქვეყანაში.

ზოოპარკის დირექტორის, ზურაბ გურიელიძის თქმით, "როგორც ჩანს, ბექაურს არ ეგონა, რომ რაღაც საშინელებას ჩადიოდა", მისივე თქმით, ასეთი ცხოველების ყოლა კანონით მიზანშეწონილი არ არის.

დღეს დილით მოვიდა და ბოკვერი გადმოგვცა საჩუქრად. დანარჩენი ისეთი მნიშვნელოვანი არაფერი. შეწუხებული იყო. როგორც ჩანს არ ეგონა, რომ რაღაც საშინელებას ჩადიოდა. არაფერი უთქვამს, საიდან როგორ იყო. გარემოს დაცვის სამინისტრო საქმის კურსშია და მისი წარმომადგენელი ესწრებოდა ამ ყველაფერს. ჩვენ ისე კერძო პირისგან ვერ მივიღებდით, თუ არ არის სახელმწიფო უწყება ჩართული. არსებობს კანონი, რომლის მიხედვით ასეთი ცხოველების ყოლა მაინცდამაინც არ არის დაშვებული", - ამბოობს გურიელიძე. 

ერთ-ერთი ვერსიით, ლაშა ბექაურს ლომის ბოკვერი თბილისში ჩამოსულმა კადიროველმა სპორტსმენმა აჩუქა.