ოკუპანტებმა ნიკოპოლის ბაზარზე იერიში მიიტანეს - 8 დაჭრილიდან 3-ის მდგომარეობა მძიმეა
რუსმა ოკუპანტებმა ნიკოპოლის ცენტრალურ ბაზარზე იერიში მიიტანეს - დაჭრილია 8 ადამიანი, რომელთაგან 3-ის მდგომარეობა მძიმეა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, საგრძნობლად დაზიანდა ბაზარში განთავსებული რამდენიმე სავაჭრო ობიექტი.