გავრცელებული ინფორმაციით, პატრული სასწრაფოს შეეჯახა, რომელსაც მძიმე პაციენტი გადაჰყავდა - კაცი გარდაიცვალა
ავტოსაგზაო შემთხვევა გორში - მშვიდობის გამზირზე, პოლიციის შენობის წინ, ერთმანეთს სასწრაფო დახმარების და საპატრულო პოლიციის ავტომობილები შეეჯახა.
მომხდარის გამო, ადგილზე სასწრაფო დახმარების სხვა ბრიგადის გამოძახება მოხდა, თუმცა პაციენტი, 60 წელს გადაცილებული მამაკაცი კლინიკაში მიყვანამდე პაციენტი გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავარია მაშინ მოხდა, როცა პოლიციის მანქანა, სავარაუდოდ, პარკინგზე შესვლას ჩქარობდა.
სასწრაფოს უმძიმესი ონკოლოგიური ავადმყოფი გადაჰყავდა და მოხდა ის რაც მოხდა. შეფერხდა ავადმყოფის გადაყვანა. პროტოკოლოთ როგორც ეკუთნოდა ჩვენს სასწრაფოს, ისე მოძრაობდა", - ამბობს თვითმხილველი.
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.