Euronews-ის ექსკლუზივი: წინასწარი გამოძიების მიხედვით, აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი რუსული რაკეტა გახდა

26.12.24 17:54
Euronews-ის ექსკლუზივი: წინასწარი გამოძიების მიხედვით, აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი რუსული რაკეტა გახდა

წინასაწარი გამოძიების მიხედვით, ყაზახეთში, აქტაუში, აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი რუსული რაკეტა გახდა - ამის შესახებ Euronews-ს აზერბაიჯანის სამთავრობო წყაროებმა ექსკლუზიურად დაუდასტურეს.

ირკვევა, რომ რაკეტა გროზნოს თავზე დრონის საჰაერო აქტივობის დროს გაისროლეს და ნამსხვრევები თვითმფრინავს მოხვდა. 

აზერბაიჯანის სამთავრობო წყარომ Euronews-ს განუცხადა, რომ დაზიანებულ თვითმფრინავს, მფრინავების მოთხოვნის მიუხედავად, რუსეთის აეროპორტებში დაშვების უფლება არ მისცეს. თვითმფრინავს დაევალა კასპიის ზღვაზე გადაფრენა ყაზახეთში, აქტაუს მიმართულებით.

მონაცემების მიხედვით, იმ დროს, როდესაც თვითმფრინავი ზღვის მაღლა დაფრინავდა, მისი სანავიგაციო სისტემა გაჭედილი იყო.

შეგახსენებთ, რომ ავიაკატასტროფა 25 დეკემბერს მოხდა, რის შედეგადაც 38 ადამიანი დაიღუპა.

მსგავსი სიახლეები