"ტიტუშკებო, ჩვენ თავები გაგვიტყდა, თქვენ სახელები" - თბილისში საპროტესტო აქცია იმართება

26.12.24 17:13
"ტიტუშკებო, ჩვენ თავები გაგვიტყდა, თქვენ სახელები" - თბილისში საპროტესტო აქცია იმართება

საქართველოში პროტესტის 29-ე დღეა - სპორტის სასახლესთან მარკეტერები, პიარ სპეციალისტები და დიზაინერები შეიკრიბნენ, რომლებიც ამ წუთებში თბილისის ქუჩებში მსვლელობას მართავენ. 

პროტესტის ავანგარდში მოქცეული ადამიანები, რომლებიც ხელახალი არჩევნების დანიშვნას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ, პარლამენტისკენ მარშით დაიძირნენ.

მოქალაქეები ამბობენ, რომ საჭიროა, "ქართული ოცნების" რეჟიმმა თავისუფლებისთვის მებრძოლი ყველა დაკავებული, მათ შორის, გიორგი ოკმელაშვილი, რომელიც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დააპატიმრეს, გამოუშვას. 

კოლეგებთან ერთად დღეს გამოვედი, რომ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია შექმნილ კრიზისზე. მიგვაჩნია, რომ აუცილებელია დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, ამასთან ერთად ვითხოვთ დაკავებულების გათავისუფლებას, პირველ რიგში, ჩვენი კოლეგა-მეგობარი ოკმელას გათავისუფლებას", - ამბობს აქციის მონაწილე. 

მსგავსი სიახლეები