ქალი, რომელსაც გუშინ ორბელიანზე "ოცნების" ტიტუშა თავს დაესხა, გამოკითხვაზე დაიბარეს
ახალგაზრდა ქალი, რომელსაც გუშინ ორბელიანზე "ოცნების" ტიტუშა თავს დაესხა გამოკითხვაზე თაბუკაშვილის განყოფილებაში დაიბარეს. ქეთევან მესხის ინტერესებს ორგანიზაცია "საფარი" დაიცავს.
ქალთა მარშის ნაცემი მონაწილე ცოტა ხნის წინ კლინიკაში მივიდა იმისთვის, რომ გამოკვლევები ჩაიტაროს და დადგინდეს რამდენად მძიმეა თავსი ტრამვა. ქეთი მესხს მძიმე დაზიანება აქვს მიყენებული ასევე ხელზეც
როგორც კი სალომე ზურაბიშვილი შევიდა, ისმოდა გინება. ვისი მიმართულებით იყო, ვერ ვიგებდით, ვეუბნებოდით, რომ მოდით და პირდაპირ გვითხარითთქო, თვქენ მოდითო, მეთქი არ არის პრობლემა და მივედი, გადმოვიდა ფიზიკურ შეურაცხყოფაზე. იქ იყვნენ იქაური უსაფრთხოების დაცვის თანამშრომლები, რომლებმაც არანაირი ყურადღება არ მოგვაქციეს, არ გაარიდეს ტერიტორიას", - ამბობს ქეთი მესხი.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე არ ამბობს, რა რეაგირება მოახდინა "ოცნების" ტიტუშკების მიერ ქალის ცემის ფაქტზე. საჯარო სივრცეში თავდასხმიდან ერთი დღე გადის, მაგრამ საზოგადოებამ არ იცის, გამოკითხვაზე მაინც თუ დაიბარეს "ქართული ოცნების" მოძალადე ტიტუშკა.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა მამაკაცმა, ათონელზე გუშინ ქეთევან მესხს მუშტი სახეში ჩაარტყა.