თსუ-ს პირველ კორპუსთან გერმანული ენის მცოდნე მოქალაქეები იკრიბებიან
ამ წუთებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან გერმანული ენის მცოდნე ადამიანები იკრიბებიან და პარლამენტისკენ საპროტესტო მსვლელობის დაწყებისთვის ემზადებიან.
ადგილზე ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსი მკვლევარი, გიგი გიგიაძე იმყოფება, რომელიც "პირველებთან" აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" რეჟიმი ქვეყანას ევროინტეგრაციის შესაძლებლობას უკარგავს, ამიტომ დიპლომატის განმარტებით, ახლა საჭიროა, რომ ქართველი ერი ერთად იდგეს.
პროტესტის გაგრძელება მნიშვნელოვანია. დღეს არის გერმანული ენის მცოდნეთა მარში, რომელიც პირველი კორპუსიდან დაიწყება და გაგრძელდება პარლამენტის შენობამდე. ყველა პროფესიული წრე ჩართულია სამოქალაქო წინააღმდეგობაში ამ არალეგიტიმური რეჟიმის წინააღმდეგ. დღეს დაემთხვა ბერბოკის საინტერესო განცხადება, რომელმაც წინასწარ აღნიშნა, რა შეიძლება მოხდეს იმაზე დამატებით, ვიდრე ახლა არის. არალეგიტიმური რეჟიმი "ქართული ოცნების" საბოლოოდ უკარგავს ჩვენს ქვეყანას ევროპაში ინტეგრაციის შესაძლებლობას. ამიტომ აუცილებელია, რომ ყველანი ერთად ვიდგეთ", - ამბობს გიგი გიგიაძე.