რეპრესიები საჯარო მოხელეების წინააღმდეგ და დევნა პოლიტიკური ნიშნით
ივანიშვილის გუნდი საჯარო მოხელეების წინააღმდეგ - რეჟიმის დაანონსებულმა რეპრესიებმა მოქმედება დაიწყო. ერთ-ერთი პირველი კალაძე აღმოჩნდა, რომელმაც სტაჟიანი თანამშრომელი პოლიტიკური ნიშნით სახლში გაუშვა. გიგა სოფრომაძეს, რომელიც დედაქალაქის მერიაში 8 წლის განმავლობაში მუშაობდა, წერილობით აცნობეს, რომ მუნიციპალიტეტის თანამშრომელი აღარ არის.
პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი დარწმუნებულია, რომ რეჟიმმა მას ოცნების კრიტიკა არ აპატია. სოფრომაძე ღიად ემიჯნებოდა რეჟიმის ანტიევროპულ პოლიტიკას, რაც ხელმძღვანელებისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა. სავარაუდოდ ეს მხოლოდ დასაწყისია.
"პირველების" ინფორმაციით, ამ კვირაში საჯარო მოხელეებიდან მინიმუმ 60-ს დაემუქრნენ, რომ სამსახურის გარეშე დარჩებიან