გერმანული ენის სპეციალისტებმა მსვლელობა დაიწყეს - ფილარმონიასთან მე-6 სკოლელების აქცია იმართება

26.12.24 19:10
გერმანული ენის სპეციალისტებმა მსვლელობა დაიწყეს - ფილარმონიასთან მე-6 სკოლელების აქცია იმართება

გერმანული ენის მცოდნე ადამიანებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან საპროტესტო მსვლელობა პარლამენტისკენ დაიწყეს.

ამის პარალელურად, ფილარმონიასთან მე-6 სკოლელების აქცია იმართება და სავარაუდოა, რომ მოცემული ორი მარში გაერთიანდეს და პროტესტის ავანგარდში მოქცეულმა ადამიანებმა საკანონმდებლო ორგანოსთან ერთად გადაინაცვლონ. 

მოქალაქეების მთავარი მოთხოვნა კვლავ უცვლელია - ისინი რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებასა და ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.