"ტიტუშკები" ქალების წინააღმდეგ - გომელაურის უწყება თავდამსხმელების კვალზე ამ დრომდე ვერ გადის
შინანგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე ვერ გადის თავდამსხმელების კვალზე, ვინც ორბელიანზე ქეთევან მესხს თავს დაესა და ქალების მარშის წევრებს ფიზიკურაად გაუსწორდა. არადა შემთხვევის ადგილზე გადაღებულ კადრებში ნათლად ჩანს, როგორ ურტყავს სახეში მუშტს რეჟიმის ზონდერი ქალს, რის შემდეგაც ქეთევან მესხი ძირს ეცემა.
დაზიანებები, თავის, სახის და ყელის არეში - უფრო მძიმე შედეგს 29 წლის ქალი სასწაულად გადაურჩა. მოძალადემ კი ისე დატოვა ტერიტორია, რომ მისი დაკავება არავის უცდია. რამდენიმე მეტრში იდგნენ მერიის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც ქალზე სასტიკ ძალადობას მშვიდად აკვირდებოდნენ.
დეტალები ნახეთ, ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.