იმედი მიჩნდება, რომ ივანიშვილის სისხლიანი რეჟიმი საბოლოოდ დასრულდება - ჩაჩუა

26.12.24 20:24
იმედი მიჩნდება, რომ ივანიშვილის სისხლიანი რეჟიმი საბოლოოდ დასრულდება - ჩაჩუა

გერმანული ენის სპეციალისტები და მე-6 სკოლელები საპროტესტო მსვლელობით პარლამენტთან მივიდნენ. 

საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მსახიობი დათა ჩაჩუაც იმყოფება. როგორც მსახიობი "პირველებთან" ამბობს, ჯო უილსონის განცხადებამ იმედი გაუჩინა, რომ ივანიშვილის სისხლიანი რეჟიმი დასრულდება. 

აქედან სოლიდარობას ვუცხადებ რეჟიმის ყველა პატიმარს. ჩვენი მოთხოვნა არის, რომ ყველა პატიმარი გამოვიდეს და ჩატარდეს ახალი არჩევნები. როდესაც ქვეყანაში ასეთი კრიტიკული მდგომარეობაა და ჯო უილსონის სიტყვები მესმის, იმედი მიჩნდება, რომ საბოლოოდ დასრულდება ივანიშვილის სისხლიანი რეჟიმი და ამდენწლიანი ტანჯვა ქართველი ხალხის", - ამბობს დათა ჩაჩუა.

"ივანიშვილი ისეთ პასუხს უნდა ელოდოს, რომელსაც ვერ წარმოიდგენდა" - ტრამპის თანაგუნდელის გაფრთხილება ოლიგარქს.

  • ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჯო უილსონი უკვე ამერიკის პრეზიდენტის სახელით საუბრობს.

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს პირდაპირ ეუბნება, რომ ტრამპის იმედად არ უნდა იყოს, რადგან მისი პოზიცია ამერიკის თვითგამოცხადებული მტრების მიმართ ყველასთვის ცნობილია.