აუცილებელია პატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნები, დე-ფაქტო ხელისუფლება გონს უნდა მოეგოს - ზურაბ ჟვანიას ძმა
მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი - ამ ცნობილი სიტყვებით ბანერზე ზურაბ ჟვანიას მარშის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას შეუერთდნენ. მსვლელობაში საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ოჯახის წევრები, მისი მეგობრები და პირველი ექსპერიმენტული სკოლის კურსდამთავრებულები მონაწილეობდნენ.
აუცილებელია პატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნები, დე-ფაქტო ხელისუფლება გონს უნდა მოეგოს - ამბობს ზურაბ ჟვანიას ძმა.
საქართველოში დემოკრატიას საფრთხე უკვე შეექმნა და იმიტომ ვართ ჩვენ ყველანი ქუჩაში გამოსულები. ამას რომ მოჰყვება შედეგები ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან, ესეც ნათელია და დაწყებულია ეს პროცესი. რაც უფრო დროზე მოეგება გონს დე-ფაქტო ხელისუფლება და დააბრუნებს ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესს, რაც პირველ რიგში გამოიხატება პატიმრების გამოშვებით და ხელახალი არჩევნების ჩატარებით, მით უფრო უკეთესია მათთვისაც და პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნისთვისაც.
ნებისმიერი გადახვევა დემოკრატიიდან და ერთი-ერთზე რუსეთთან დარჩენა, ჩვენთვის უდიდესი საფრთხეა.მე დარწმუნებული ვარ, ეს არასდროს არ მოხდება, ჩვენ მარტონი არ ვართ. მთელი მსოფლიო გვერდით გვიდგას და რაც მტავარია ჩვენი საზოგადოება გაერთიანდა, გაძლიერდა და მზად არის ბოლომდე იბრძოლოს თავისუფლებისთვის", - ამბობს ზურაბ ჟვანიას ძმა.