"წავიდეს რუსი ბიძინა!" - ნადიმ ხმალაძე

26.12.24 21:16
"წავიდეს რუსი ბიძინა!" - ნადიმ ხმალაძე

"ძირს რუსული მთავრობა, წავიდეს რუსი ბიძინა" - ეს შეძახილები გააჟღერა უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა, ნადიმ ხმალაძემ თბილისში ბათუმელების საპროტესტო მსვლელობაზე. 

ნადიმ ხმალაძე აქციის სხვა მონაწილეთა მსგავსად, ხელახალი არჩევნების დანიშვნას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვს. 

ბათუმი ევროპული ქალაქია, მაგრამ თბილისი ევროპის დედაქალაქი, ამიტომ ევროპული ქალაქიდან ევროპის დედაქალაქში ვაწყობთ მარშს. ძირს რუსული მთავრობა, ძირს რუსული ხელისუფლება, წავიდეს რუსი ბიძინა, თავისუფლება პოლიტპატიმრებს და ახალი არჩევნები, წავიდეს "ქართული ოცნება", - ამბობს ნადიმ ხმალაძე.

ცნობისთვის, თბილისის ქუჩებში ბათუმელების მსვლელობა მიმდინარეობს. ზღვისპირა ქალაქიდან სპეციალურად ჩამოსული მოქალაქეები თავდაპირველად საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან მივიდნენ, ახლა კი მარშით პარლამენტთან მიემგზავრებიან.