წინასაახალწლო რეპრესიები მეშახტეების წინააღმდეგ - "საქნახშირმა" 100-მდე ადამიანი სამსახურის გარეშე დატოვა

26.12.24 21:28
წინასაახალწლო რეპრესიები მეშახტეების წინააღმდეგ - "საქნახშირმა" 100-მდე ადამიანი სამსახურის გარეშე დატოვა

წინასაახალწლო რეპრესიები მეშახტეების წინააღმდეგ. სამსახურიდან გაუშვეს ყველა, ვინც სოციალურ ქსელებში ევროპული აქციების მხარდამჭერი პოსტები დაწერა. ასზე მეტი ადამიანი ერთადერთი შემოსავლის გარეშე დატოვეს. პოლიტკურ რეპრესიებში მეშახტეები "ოცნების" დეპუტატს ამხელენ.

ირკვევა, რომ ბეჟან წაქაძემ მეშახტეებს პირდაპირ უთხრა, რომ ვინც ოცნების მხარდამჭერი  არ არის,  არაფერში სჭირდებათ. რეპრესიებშია ბრალდებული ტყიბულის შახტის გენერალური დირექტორი. ის რუსეთის მოქალაქეა. მეშახტეები ამბობენ, რომ არ უყვარს არავინ, ვინც მხარს ევროკავშირის უჭერს.

დეტალები ნახეთ, ანა მდივანის რეპორტაჟში.