"ჩამტვრეული კბილები, დაზიანებები თვალის არეში და კიდურებზე" - ხელჩართული ჩხუბი პროფკავშირებში

26.12.24 21:33
"ჩამტვრეული კბილები, დაზიანებები თვალის არეში და კიდურებზე" - ხელჩართული ჩხუბი პროფკავშირებში

ჩამტვრეული კბილები, დაზიანებები თვალის არეში და კიდურებზე - პროფკავშირებში სასტიკად ნაცემი მოქალაქეები კლინიკაში გადაიყვანეს, მათ შორის ერთი ქალია.  

სამ ადამიანს ფიზიკურად მხოლოდ იმიტომ გაუსწორდნენ, რომ მათ იმ სხდომაზე დასწრება სურდათ, სადაც გაფიცულების საკითხზე უნდა ემსჯელათ. თუმცა მსჯელობის ნაცვლად  შენობაში განსხვავებული აზრის მქონე პირების ცემა დაიწყეს. ცნობილი ხდება, რომ ფიზიკურ ანგარიშსწორებაში პროფკავშირების დაცვის თანამშრომლის გარდა უცხო პირებიც მონაწილეობენენ.

დეტალები ნახეთ, გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.