შსს-დან პროტესტით წასულმა მაღალჩინოსანმა ქვეყანა დატოვა

26.12.24 22:16
შსს-დან პროტესტით წასულმა მაღალჩინოსანმა ქვეყანა დატოვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს პოსტიდან პროტესტით წასულმა მაღალჩინოსანმა ქვეყანა დატოვა. 
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გადაღებულ ფოტოს ირაკლი შაიშმელაშვილი 
სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

ის მადლობა უხდის ამერიკის საელჩოს და საქართველოს პრეზიდენტს.

ამ ეტაპზე მინდა შემოვიფარგლო მხოლოდ მადლობით. Giorgi Chikvaidze, სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichvili, US Embassy Tbilisi, Georgia 
განსაკუთრებული მადლობა იმ უცხო ადამიანებს, რომლებმაც წარმოუდგენელი მხარდაჭერა და სიყვარული გამოხატეს. იმედი მაქვს, რომ მომეცემა შესაძლებლობა ეს პატივისცემა ღირსეულად გადავიხადო. 
P.S. მალე დაგიბრუნდებით
“, - წერს შაიშმელაშვილი.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსმა, ირაკლი შაიშმელაშვილმა, სამსახური 4 დეკემბერს დატოვა.

მან მიზეზად პატაკში „ოჯახური პირობები“ დაასახელა.