რაც უფრო გაგვიძალიანდება რუსული სისტემა, მით უფრო მძიმე იქნება მათი ბოლო - ლევან ლაუდაძე

26.12.24 22:56
რაც უფრო გაგვიძალიანდება რუსული სისტემა, მით უფრო მძიმე იქნება მათი ბოლო - ლევან ლაუდაძე

მიუხედავად იმის რომ რთულ, გარდამტეხ პერიოდში ვიმყოფები, ბედნიერი და ამაყი ვარ იმით, რომ ჩვენი ქვეყნის რუსული ფესვებიდან განმათავისუფლებელ ეროვნულ მოძრაობაში ვართ ყველანი ერთად, - ამის შესახებ ჯგუფ "ლაუდსფიქერსის" სოლისტმა, ლევან ლაუდაძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

“მიხარია და ბედნიერი ვარ იმით, რომ ბოლოს და ბოლოს გავიაზრეთ, რომ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი თავი გვეკუთვნის ჩვენ“- თქვა ლაუდაძემ.

მისივე თქმით, მოთხოვნები უცვლელია:  თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს და ვადამდელი არჩევნები.

მიუხედავად იმის რომ რთულ, გარდამტეხ პერიოდში ვიმყოფები, ბედნიერი და ამაყი ვარ იმით, რომ ჩვენი ქვეყნის რუსული ფესვებიდან განმათავისუფლებელ ეროვნულ მოძრაობაში ვართ ყველანი ერთად. მიხარია და ბედნიერი ვარ იმით, რომ ბოლოს და ბოლოს გავიაზრეთ, რომ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი თავი გვეკუთვნის ჩვენ.

დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში ყოველდღიურად. ახლა ის პერიოდი დგას, თამამად რომ შეგვიძლია ვთქვათ,  ერთი ყველასთვის -ყველა ერთისთვის. თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს და ვადამდელი არჩევნები, რომლის ჩანიშვნაც, რუსულ რეჟიმს უნდა თუ არ უნდა, მაინც მოუწევს. რაც უფრო გაგვიძალიანდება რუსული სისტემა, მით უფრო მძიმე იქნება მათი ბოლო“, - განაცხადა ლაუდაძემ.