გიორგი გოგინაშვილი: მოვიდა მინისტრის ბრძანება. შსს-ს რიგებიდან დათხოვნილი ვარ
"დღეს მოვიდა მინისტრის ბრძანება. შსს-ს რიგებიდან დათხოვნილი ვარ," - ამის შესახებ სოციალურ ქსელში გიორგი გოგინაშვილი წერს და საპროტესტო აქციიდან ფოტოს აქვეყნებს.
მისი თქმით, შსს-ს რიგები დატოვა, თუმცა სამშობლოს სამსახურში ყოფნას აგრძელებს.
დღეს მოვიდა მინისტრის ბრძანება. შსს-ს რიგებიდან დათხოვნილი ვარ.
დავტოვე შსს-ს რიგები მაგრამ ვაგრძელებ სამშობლოს სამსახურში ყოფნას.
ვდგავარ იქ სადაც მეტად სჭირდება ჩემს ქვეყანას," - წერს გიორგი გოგინაშვილი.
გიორგი გოგინაშვილმა შსს პროტესტის ნიშნად 3 დეკემბერს დატოვა.
"მივიღე გადაწყვეტილება და მივმართე შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს პატაკით, გამათავისუფლოს დაკავებული თანამდებობიდან" - წერდა გოგინაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში.