სულ სიმღერ-სიმღერით გავაცილებთ მათ და სახელოვნად გავიმარჯვებთ - ნინო ჟვანია

27.12.24 00:35
სულ სიმღერ-სიმღერით გავაცილებთ მათ და სახელოვნად გავიმარჯვებთ - ნინო ჟვანია

მუსიკოსი ნინო ჟვანია იმედოვნებს, რომ ხვალინდელი მუსიკოსების აქციაზე ძალიან ბევრი ადამიანი იდგება ფილარმონიის წინ და სულ სიმღერ-სიმღერით გააცილებენ “ოცნება“.

როგორც ჟვანიამ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, ვიდრე ახალი არჩევნები არ დაინიშნება და პატიმრები არ გათავისუფლდებიან, ხალხის რისხვა არ ჩაწყნარდება.

ერთი თვეა განრისხებული ვარ და რისხვა არ წყნარდება. ვიდრე არ გადაწყდება ეს პრობლემა, არ დაინიშნება არჩევნები და არ გათავისუფლდებიან რეჟიმის პატიმრები, არ მგონია, რისხვა ჩაწყნარდეს და დავბრუნდეთ სახლში.

ხვალ ვიკრიბებით მუსკოსები და მუსიკის მოყვარულები. დაწრმუნებული ვარ ხვალ, 7 საათზე, ფილარმონიის წინ ძალიან ბევრი ადამიანი იდგება და როგორც ქართველებს გვეკადრება, სულ სიმღერა-სიმღერით და სახელოვნად გავიმარჯვებთ. სულ სიმღერ-სიმღერით გავაცილებთ მათ“, - განაცხადა ნინო ჟვანიამ.

მსგავსი სიახლეები