გავრცელებული ინფორმაციით, 24 წლის ქალი, რომელსაც ქმარმა მძიმე დაზიანებები მიაყენა, კლინიკაში გარდაიცვალა
AMBEBI.GE-ის ინფორმაციით, 24 წლის ქალი, რომელსაც ქმარმა მძიმე დაზიანებები მიაყენა, 10 დეკემბერს კლინიკაში გარდაიცვალა.
საუბარია თიანეთში, 17 ნოემბერს მომხდარ დანაშაულზე, როდესაც კაცმა ახალგაზრდა ქალის დაწვა სამი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით სცადა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ცოლზე ძალადობაში ბრალდებული კაცი დაკავებულია.