მოსამართლე ცეკვავამ საბა სხვიტარიძე სამართალდამრღვევად ცნო და 2 500 ლარით დააჯარიმა
თბილისის საქალაქო სასამართლომ საბა სხვიტარიძე სამართალდამრღვევად ცნო და 2 500 ლარით დააჯარიმა - გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ ცარიელ დარბაზში გამოაცხადა.
სასამართლო სხდომას არც საბა სხვიტარიძე და არც მისი უფლებადამველი ესწრებოდა.
ცნობისთვის, სამოქალაქო აქტივისტი საბა სხვიტარიძე სისხლის სამართლის წესით 5 დეკემბერს დააკავეს. სხვიტარიძეს პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას ედავებიან.
ადვოკატების თქმით, საბა სხვიტარიძეზე დაკავების შემდეგ ფიზიკურად იძალადეს. ნიღბიანების ჯგუფი დიღმის სამმართველოს შენობაში მას სასტიკი მეთოდებით გაუსწორდა.