"სინდისის ხმა საჯარო სამსახურში" - თბილისის მერიის წინ სოლიდარობის აქცია გაიმართება

27.12.24 11:31
"სინდისის ხმა საჯარო სამსახურში" - თბილისის მერიის წინ სოლიდარობის აქცია გაიმართება

დღეს, 18:30 საათზე, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, სხვა დამოუკიდებელ პროფესიულ კავშირებთან და აქტივისტებთან ერთად, თბილისის მერიის წინ საპროტესტო აქციაში ჩაერთვებიან.

საპროტესტო აქცია ორგანიზაციის თანათავმჯდომარის, გიგა სოფრომაძის მხარდასაჭერად გაიმართება და კიდევ ერთხელ გამოუცხადებს სოლიდარობას როგორც მას, ასევე ყველა იმ საჯარო მოსამსახურეს, რომელიც უკვე გაათავისუფლეს ან ზეწოლის მსხვერპლია.

მოვუწოდებთ ყველა საჯარო მოსამსახურეს, რომელიც აცნობიერებს საჯარო სამსახურის წინაშე დამდგარ ახალ გამოწვევებს, მისი განვითარების შემაფერხებელ ფაქტორებსა და პოლიტიკური წმენდის დამკანონებელი რეპრესიული აქტის მოქმედების მასშტაბს, შემოუერთდეს სოლიდარობის აქციას და დაიცვას როგორც სხვების, ასევე საკუთარი უფლებები. ჩვენ ვიმსახურებთ მოგვეცეს საშუალება, ვიმუშაოთ ჯანსაღ, დეპოლიტიზებულ საჯარო სამსახურში, ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისთვის, მისი განუხრელი განვითარებისა და ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისთვის“, - ნათქვამია საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები