საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრები და საინფორმაციო ქოლცენტრი 1-დან 12 იანვრის ჩათვლით არ იმუშავებს
უქმე დღეების გამო, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების თბილისის, მცხეთის, რუსთავის, გორის და ბათუმის სერვისცენტრები, ასევე, საინფორმაციო ქოლცენტრი 2025 წლის 1-დან 12 იანვრის ჩათვლით არ იმუშავებს, 13 იანვრიდან კი ცენტრი ჩვეულ რეჟიმში განაახლებს მუშაობას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული ჯარიმის გასაჩივრების ბოლო დღე დაემთხვევა უქმე დღეს, მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება გასაჩივრების ვადით ისარგებლოს ბოლო უქმე დღის მომდევნო (პირველივე) სამუშაო დღეს.