ბაჩუკი ქარდავა 54 წლის ასაკში გარდაიცვალა

27.12.24 11:45
ბაჩუკი ქარდავა 54 წლის ასაკში გარდაიცვალა

ქართველი პოლიტიკოსი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, ბაჩუკი ქარდავა 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ინფორმაციას სოციალურ ქსელში პარტიის პრესსპიკერი ავრცელებს

ბაჩუკი ქარდავა 1989 წლიდან იყო ედპ-ის წევრი, 2003 წლიდან კი - პარტიის თავმჯდომარე.

2020-24 წლების მოწვევის პარლამენტში ის „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით ირიცხებოდა.

ბოლო პერიოდში მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. ამის მიუხედავად, მონაწილეობდა პროევროპულ საპროტესტო დემონსტრაციებში.

მსგავსი სიახლეები